Monday, June 29, 2009

მე მინდა იმის და ისე მწამდეს,რისიც და როგორც ბავშვობაში მწამდა...მინდა რომ ,,პატარა ,ცისფერთვალება,ლამაზქერათმიანი ეშმაკუნა გოგონა'' ისევ მე ვიყო,და არა ვიღაცა,ვინც ბავშვობის ნაცნობებს მოგონებებში დავუტოვე და იმის მერე თვალით არ მინახავს... 
მინდა ისევე მჯეროდეს ჩემი შესაძლებლობების,როგორც უნივერსტეტში ჩაბრებისას მჯეროდა... 
მინდა ვიცოდე რ მინდა და ვცდილობდე იმის მიგებას,რაც მინდა.. 
მინდა ისევ მჯეროდეს რო ბედნიერება ბევრი ბავშვია და ისევ 4 ბავშვის გაჩენაზე ვოცნებობდე და შიშით არ ვუყურებდე ბევრ პატარას... 
მინდა ისევ ისე ვიყო შენით აღფრთოვანებული,დაათ, როგორც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში ვიყავი... 
მინდა ასე გულგრილად არ ვუყურებდე,როგორ მიდიან და მოდიან ადამიანები და მინდა შენ არ იყო ის,ვინც ადგება და წავა იმიტომ რომ ის აღარ ვარ ვინც შენ გაიცანი და ვისთან ურთიერთობაც უფრო სასიამოვნო იყო... 
მინდა რომ სურვილებს წერის მაგივრად,ვახორციელებდე... 
მინდა რომ ,,მიყვარხართ''ს სათქმელად აქ წამოსვლა არ დამჭირვებოდა... 
მინდა რომ არითმია მარტო ჩემ გულის დაავადება იყოს და არა ცხოვრების წესი... 
მინდა რომ ჩემი გეგმები ყველაზე ბუნდოვანი რამე არ იყოს,რაც კი ბუნებაში არსებობს... 
მინდა რო მ ადამიანებს,რომლებსაც რეალურად გვერდზე ვჭირდები და რომლებიც მე კიდე უფრო მჭირდებიან, ,,მენატრებით''-ს დამამშვიდებელივით არ ვიგზავნიდე... 
მინდა ასე სასტიკად ეგოცენტრული არ ვიყო და ყველა წინადადებას ,,მე''-თი არ ვიწყებდე... 
მინდა პასუხი კითხვაზე,, რა გიშლის მაგ ყველაფერში ხელს'' ,,არ ვიცი'' არ იყოს... 
მინდა ჩემი თავი ისეთი მიყვარდეს,როგორიც არის და დისკომფორტს არ მიქმნიდეს...


მაგრამ არ მინდა ჩემ თავს პლასტიკური ოპერაცია ჩავუტარო... 
არ შემიძლია ის,რაც ბუნებრივია და თავისით მოდის უკან გავაბრუნო... 
არ შემიძლია ერთ მდინარეში ორჯერ შევიდე... 
არ შემიძლია დანაშაულის გრძნობით ვიცხოვრო... 
არ შემიძლია ჩემ თავს ვუთხრა რო ცუდი არსებაა და რამე უნდა ქნას... 
მე უბრალოდ ასეთი ვარ...ცხოვრება მიყვარს და ისიც,რაც მოაქვს... 
კიდე მისტიკის და მსგავსი სისულეებს მჯერა და ვიცი რო რომ როდესმე ყველაფერი კარგად თუ არა,ისე მაინც იქნება,როგორც საჭიროა...