Tuesday, August 11, 2009

ისეთი დღე, მე რომ მიყვარს და ალუბლის ჩაი


დღეს ზუსტად ისეთი დღეა,მე რო მიყვარს...
თან ზაფხულია,თან ცივა...
თბილი გეტრები ვარდისფერი კაპიშონი ჩავიცვი,მთელი დღე ლეპტოპი ფეხებიდან არ გადავიდე,ათას კაცს ვექაქანე და გარეთ ცხვირი არ გავყავი...

მარტო ალუბლის ჩაი და " სიმპატიჩნი" ვინმე მაკლია...



ოდესმე ამოვა მზე,რომელიც არ ჩავა და იქნება ძალიან მწიფე ჟოლოსფერი...

პროფესიონალი ქილერი არ მოკლავს 29-ე ბუზს,იმ მარტივი მიზეზის გამო,რო ვერ იტანს დახეულ ჯინებზე შემხმარ სისხლს...

თვალები არ დახამხამდებიან,არც მოიჭუტებიან და ისეთ რამეებს დაინახავენ,რის დანახვასაც აქამდე ვერასოდეს წარმოდგენდნენ...

დამთავრდება მარტვილობა და დაიწყება პირდაპირ ზამთარზე გარდამავალი გაზაფხული...

მთვარე მიხვდება,რომ მზემ ადგილი წაართვა დედამიწელების ცხოვრებაში და თვითგადარჩენის მიზნით კიდევ ერთხელ მოიწვევს იური გაგარინს და ნილ არმსრტონგს...თუმცა,იქვე დასძენს რომ ცხოველის ბეწვზე ალერგიულია და არავიტარი ბეკლა სტრელკა არ დაიშვებიან ყველაზე კაი შემთხვევაში მკურნალობის დამთავრებამდე...

ყველა თბილ ქვეყანაში წასული ჩიტი საშობაოდ უკან დაბრუნება და იტყვიან,რომ ბავშვები ცოდოები არიან მარტო თუთიყუშებიანი შობის გამო და ძველ შუმერულად დაიწყებენ სიმღერას ბუხართან დადგმულ ნაძვის ხესთან

სიზმრების ნახვა სავალდებულო გახდება და გაჩნდება ბეტსელერი სიზმრები,ყველა დროის ყველაზე მაგარი სიზმრები და სიზმრები,რომლებსაც მეტროებში,მატარებლებში და დივანზე ჩაძინებულები ნახულობენ...


ბებია თავს დაანებებს თამბაქოს ღეჭვას,გადაითვლის შვილიშვილებს,არ გადაფურცვლავს წიგნს და არ გაიხსენებს ბაბუას...შემდეგი დილა ფართოდ გახელილ თვალებში სამუდამოდ დასახლდება...

უშობაო და უთითუყუშებო ბავშვები მიწის დღესასწაულს დააწესებენ და პირველი ენძელის ამოსვლისას მიწის ტორტებს გამოაცხობენ...

უხურჯინო ჯორი სილაზე უჩვეულოდ დიდ ნაფეხურებს დატოვებს,არ გაჯიუტდება და დღის ბოლოს ბედუინებს არაბულად კითხავს შამანების ქოხის მისამართს...


ოდესმე,აუცილებლად ისევ ჩავა მზე და ამოსვლისას კვერცხის გულისფერისფერ თვალს ჩაგვიკრავს და იტყვის რომ ყველა კალნდარი ექვემდებარება ლიკვიდაციას...


მერე ისევ ავიცდება,მე უკვე სხვა ფერის კაპიუშონს ჩავიცვამ,სხვანაირ ბოდვებს დავწერ და ალუბლის ჩაის დავლევ...