Saturday, August 1, 2009

ich bin im arsch


დედამ დარეკა და მითხრა, ვგრძნობ, ცუდად ხარ, არ გინდა რამე მომიყვეო?

მოხუცმა ბაბუამ მითხრა რომ ის სამსახურია კარგი,სადაც აკრგად გიხდიან, პრესტიჟი და სტატუსი მნიშვნელოვანი არ არის და არც ის არი აუცილებელი ამბიციებს აყვე. მივხვდი,რომ დავთანხმებოდი ერთი კვირა მაინც ჩემი თავი სასტიკად არ უნდა მყვარებოდა,იმან კი თავის მხრივ დაამატა,რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმაზე საწუწუნოდ,რომსაკუთარი სახლი,მამრი,პროფესია და სხვა პირადი ნივთები რომ არ მაქვს და მე გამახსენდა რომ კაპუჩინოს ნაღებს თავიდანვე თუ არ დალევ, ბოლოში ქაფად ქცეული გხვდება და სულაც აღარ არის გემრიელი...

მეგობარმა მითხრა,რომ თუ გინდა ძლიერი იყო,შენზე ძლიერებს უნდა ეთამაშო...მერე ფლიკი დაგმო,ბოკეზე დამარეგისტრირა და ჩემი ფოტოს დღის ფოტოდ გახდომის იმედი გამოთქვა...მე უბრალოდ მიყვარს ინიციატივები და როცა ვიღაცა გეუბნება რომ ობი და ხავსი არ უნდა მოიკიდო და ცოცხალი იყო უნდა იყო...თუნდაც მაშინ როცა დედისთვის მოსაყოლი არაფერი გაქვს...

მეორე,უფრო ახლო მეგობარმა მითხრა, რომ არასოდეს მეტყოდა, კმაყოფილი იყავიო, იმიტომ რომ უფრო მეტი წარმატება ,ბედნიერება და სიყვარული ჩემი ახირება კი არა, ის არის, რაც არსებობისთვის მჭირდება...მე ვიფიქრე რომ დებილობაა ცხოვრება კომენტარიდან კომენტარამდე,საიტიდან საიტამდე,დებილობაა დღეების გამოთლა და ვებ სივრცეში დაწყობა და რომ დებილობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია,მთავარია ცხოვრების წესად არ იქცეს...


დეპრესია მაქვს,თმებს გადაპარსვის საფრთხე ემუქრება,ღამეებს უძილოდ დარჩენის,თანამცხოვრებლებს უჟმური სიფათის ყურების და მე გამოშრობის...


ილლი,რომელმაც მითხრა თმების გადაპარსვაზე კიდე ერთხელ თუ იფიქრებ,მითხარი და კარგ განწყობაზე ვიზრუნებო,დაკარგულთა კატეგორიაშია.ეგოისტ მე-ს კი,რომელსაც ყველაზე მეტად რაღაცეების დამთავრება ეჯავრება,არ უნდა თქვას,რომ უკვე დიდი ხანია ვსიო და ვსიო ხშირად ლოგიკურია...

მე უბრალოდ მიყვარს დასასრულის მაგივრად პაუზები, სიჩუმის მაგივრად პაუზები, შუა სპექტაკლიდან სუფთა ჰაერისთვის ქუჩაში გასვლა, სიჩუმის მაგივრად ინიციატივა,რაციონალიზმის მაგივრად ქარიზმა,პასუხისმგებლობის მაგივრად სისულელეების კეთების სურვილით აკაწკაწებული კბილები,კიდე მუცელში პეპლები, საფეთქლებზე, კანქვეშ ჭიანჭველები, ყელთან სუნთქვა, ფანჯარაზე ჯდომა, ღიმილი და არა იმის თქმა, რომ ჩემი აკიდებული მოვალეობა ბოლომდე უნდა შეავსრულო, რომ ასე უფრო კეთილგონივრულია, რომ, რომ, რომ...

ჯანდაბა.

ich bin im arsch :((((