Sunday, July 26, 2009

დანაშაულის გრძნობის გარეშე




გაზაფხულობით ყვითელ ყვავილებიან მინდორზე ვცხოვრობ
ადვილია ჩემი პოვნა,
ერთადერთი ვარ რომელიც არ ფრინავს...

საათი არ მაქვს,
37ე გათენებამდე დაგელოდები...

მამლებს დავხოცავ,
ვერ ავიტან მესამე დაყივლებამდე სამჯერ უარყოფილ საკუთარ თავს....

წარმოსახვების გზაჯვარედინზე,
სამხრეთ კუთხეში მირაჟებს ვყიდი,
სამი დღის საყოფს ერთ კარგად მოყოლილ ამბავზე,
ამბებს ბოქლომიან ძველსკივრში ვკეტავ და
შობის წინა საღამომდე აღარ ვიხსენებ,
შობას კი ფერად განწყობებში ვფუთავ და უშობაო ბავშვებს ვუგზავნი...


ჩრდილებს ვიხატავ,
სურვილებს სიზმრებში ვგზავნი,
სარკის მaგივრად საკუთარ თავში ვიხედები
(ვიხედები და არ ვიკეტები!)
იქ ბევრ ხალხს ვპოულობ და
გაურკვევლობა და შიში წრეს კრავენ...


სიზმრებს მოგპარავ,
ჩემსას გაჩუქებ,
სახლს არ ავაგებ,
შენში ვიცხოვრებ
ჰორიზონტამდე ღიმილით ვივლი...

დანაშაულის გრძნობის გარეშე
მზეზთან დავწვები.
გაღვიძებისას გვერდზე დაგხვდები...

ალუჩა გიყვარს?