Sunday, July 5, 2009

პროფესია: ალკოჰოლიკი, ანუ augusten burroughs

ბოთლს ბოლომდე ვცლი და მამაჩემთან ვრეკავ. ,,ალკოჰოლიკების კლინიკაში მივიდვარ და 30 დღე იქ ვიქნები’’.
სიჩუმე. ,,და სამსახური, ყმაწვილო?’’ როგორც იქნა რაღაც მკითხა.
,,მე სარეკლამო აგენტი ვარ, მა’’,ისე ვპასუხობ, თითქოს ამით ყველაფერი ნათელია, თითქოს ჩემი სამსახური ერთადერთი მიზეზია, რის გამოც კლინიკაში მივიდვარ. ,, შენ ხარ დამნაშავე, მე რომ იქ მიწევს წასვლა. ყველაფერი შენს გამოა’’.
ღრმად სუნთქავს, ვხვდები, რომ ოჯახის გენიალოგიურ ხეზე ცოცავს და სწრაფადვე გამოაქვს დასკვნა , რომ ის არა მთავარი დამნაშავე, არამედ ხის მარტო ერთი ფოთოლია, ერთი ჩვეულებრივი ნათესავი,შესაბამისად არც მთავარი დამნაშავე. ,,ამ თემის შენთან განხილვას არ ვაპირებ. არც არაფრის დაშლას. გააკეთე ,რაც სწორად მიგაჩნია. მე ერთადერთი შენი სამსახური მაფიქრებს. შენც კარგად იცი, რომ შენი სამსახური შენი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა და იქიდან უკან დაბრუნებული, შეიძლება უკვე გათავისუფლებული იყო. არც იქნება გასაკვირი რომ გამოგაგდონ. და ბოლო-ბოლო გამოდი შენი შენი წარსულიდან. აღარ ხარ პატარა, გულგატეხილი ბიჭი, ზრდასრული მამაკაცი ხარ.’’
,,გახსოვს ის დღე, მანქანაში რომ მითხარი, აუცილებლად მოკლავდი იმას, რაც დედაჩემს ყველაზე მეტად ეყვარებოდა? მერე გაზს მიაჭირე ფეხი და ტრიალ მინდორზე გიჟივით გავარდი... მე კიდე იმ დაწყევლილი მანქანიდან გადმოხტომას ვცდილობდი და მხოლოდ 9 წლის ვიყავი ტრაკო..’’
სიჩუმე. ,,და მიუხედავად მაგისა, არასოდეს გამიკეთებია რაც ვთქვი,შენც იცი,მაგრამ შენ არ შეგიძლია მაგის დავიწყება, მე კიდე ყელში მაქვს ამოსული ეს ყველაფერი.’
’ვიცი,რომ ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს.
,,და ჩემი შრამი შენი სიგარეტის ნამწვის? ცხვირის დასაწყისში,ზუსტად თვალებს შუა?’’
ისევ სიჩუმე. ამჯერად შემიძლია დავიფიცო,რომ ყელის ფხანის ხმა მესმის.
,,წარმოდგენა არ მაქვს,რაზე ლაპარაკობ’’, ისეთი ხმით ამობობს,რომელიც ნათქვამს არ შეეფერება. ხმა ამბობს ,,ხო’’.
მაშინ ძალიან პატარა ვიყავი,ალბათ ექვსის. სავარძელში, მამაჩემის კალთაში ვიჯექი, როცა თავისი მხრჩოლავი მარლბორო ძალიან მშვიდად და აუჩქარებლად ჩემ სახეს მოუახლოვა, თვალებს შუა დამიმიზნა და მიმაწვა.ეს შემთხვევა აღარ მახსოვდა, სანამ ოცის არ გავხდი, ბატონები არ შემხვდა და დაავადების გამო ოჯახის ექიმთან არ მომიწია მისვლამ.
,,რა არის ეს?’’ მკითხა შრამის დანახვაზე.თავიდან გამოშტერების ფაზა მქონდა. ოღონდ ისეთი გამოშტერების კი არა,ყველაფერი რო გავიწყდება, ისეთის, როცა შენ ტვინს თავგამოდებით აიძულებ რაღაცის გახსენებას. უმწეო და უუნარო ვიყავი, დაახლოებით ისე, სიზმარში წყალში სირბილს რო ცდილობ და არ გამოგდის.
,,აზრზე არ ვარ, ალბათ კანი მაქვს გაღიზიანებული, ან რამე მემკვიდრეობითი ნიშანია’’-უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
კიდე ერთხელ დააკვირდა ჩემ სახეს, ისე, თითქოს ყველა ფორის დაზეპირებას აპირებდა და დაასკვნა: ,,არა, დამწვრობის შრამია, და აშკარად ძველი დამწვრობის შრამი’’.
ისე სასტიკად ვიუარე,თითქოს მარწმუნებდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
სახლში მისულმა მოგონებები მივუშვი და უცბად დავინახე მხრჩოლავი სიგარეტის თავი. ვიცოდი რომ ეს არც ჰალუცინაციები იყო და არც სიმთვრალე, უბრალოდ ალკოჰოლმა გონება გამიხსნა. ალბათ დალევის ყველაზე კარგი შედეგი ეს არი, ან ყველაზე ცუდი.
,,ვიცი,რომ შენც გახსოვს’’, ვუთხარი მამაჩემს. ,,ალბათ მთვრალი იყავი, როცა ეს გააკეთე, ვიცი,რას ნიშნავს სიმთვრალე, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არსებობს რაღაცეები, რომელიც უბრალოდ არასდროს არ გავიწყდება.’’ტელეფონში ისევ მძიმე სუნთქვა ისმის და სანამ რამე სხვას გავიგონებ, ყურმილს მისი ცოლი იღებს, ,,კმარა’’, ამბობს და თიშავს.
კიდე ერთხელ ვრეკავ, მაგრამ დაკავებაა.
ვჯდები და ვფიქრობ: წარმოდგენა არ აქვს არაფერზე. მამაჩემზე რო დაქორწინდა, ის უკვე აღარ სვამდა, მას არსოდეს არ გამოუცდია რას ნიშნავს ალკოჰოლიკი ქმარი. მას არაფერის გაგება არ შეუძლია.
მეფსია. ტუალეტში ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი ფანტაზიები ხო არ არი, ან ის, რაც სასმელს მოაქვს... ეს ყველაფერი ნამდვილად ჩემი ცხოვრება, ჩემი მოგონებებია?
ცარიელი ვარ. კიდე სევდიანი და მგონი დაშავებული და გულგატეხილიც...






ჩემ ბინაზე ვფიქრობ.ის ჩემი ყველაზე ბნელი, ყველაზე ღრმა საიდუმლოა. საიდუმლო არ არი, რომ ვსვამ, არც ის, რომ უმეტესად უკვე მთვრალი ვარ და არც ის, რომ ჯიმს დასალევად უნდა შევხვდე. ჩემი საიდუმლო ჩემი ბინაა, რომელიც სავსეა ცერიელი შნაპსის ბოთლებით. არა უბრალოდ 5 ან 6, ყველაზე ცოტა 300 ბოთლით.300 ცარიელი ბოთლი, რომელიც მთელ ბინაშია მიყრილ-მოყრილი, განსაკუთრებით საწოლის და სკამების სიახლოვეს.ხანდახან მე თვითონ ვარ შოკირებული და რაც მთავარია, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოვიდა ამდენი ბოთლი. შეიძლება იფიქრო, რატომ არ ჩამაქვს ქვემოთ და არ ვყრი ნაგვის ურნაში, მაგრამ თავიდან ისინი ერთი ან ორი არიან და გამომდინარე იქიდან, რომ ორი ბოთლი არაფერია, მერე გახდა 3 და ასე 300-მდე.
პარადოქსი ის არის, რომ სრულებითაც არ ვარ შემგორვებელი ტიპი. არ გამაჩნია არანაირი ყუთი საფოსტო მარკებით და არანაირი ბავშვობიდან გამოყოლილი…სუვენირები .ჩემი ბინა არის თანამედროვე დიზაინით გაკეთებული, ზუსტად ისეთი ბინა, როგორიც უნდა იყოს ნიუ იორკელი სარეკლამო აგენტის ბინა, არაფერი ზედმეტი და ყველაფერი დახვეწილად მარტივი.
მაგრამ ყველგან ყრია ბოთლები და მთელ იატაკზე მიმოფენილია გაზეთები.
ყოველ ჯერზე,როცა ბინიდან ბოთლები გამაქვს, ვდებ ფიცს, რომ ასეთი რამ მეორედ აღარ მოხდება, მაგრამ მერე ისევ ვსვამ ლუდს, ისევ მომაქვს ათასი ჯურის სასმელი სახლში, ისევ იწყება ჩვეულებრივი საღამოები და ერთხელ მარტო ლუდის ბოთლების რაოდენობა იყო უკვე 1452.
იცით რას ნიშნავს,როცა ათასი ცარიელი ბოთლით სავსე პარკს მიათრევ შუაღამისას, კიბეზე ფეხის წვერებით ჩადიხარ და ლოცულობ არავინ შეგხვდეს...

ჩემ ბინაში არასოდეს არავის არ ვეპატიჟები. მრცხვენია ჩემი ბინის. და როცა კიბიდან რამე ხმაური მესმის, მიწაში ჩარგულივით ვშეშდები ერთ ადგილას, არავინ არ უნდა შეამჩნიოს რო სახლში ვარ...
ხანდახან ვფიქრობ, შეუძლებელია ასე იცხოვრო...


ჩემი ბინის ბოთლები არის კედელი ჩემსა და დანარჩენ ადამიანებს შორის...

მე ჩემი ბინის შუშის კედელს მიღმა გამოჭერილი პატიმარი ვარ...


მერე მახსენდება როგორ ვფიქრობ მთელი დღე იმაზე,რომ საღამოს სახლში მივალ. . . მივალ და დავლევ...ბოლო პერიოდში აფსოლუტურად სულ ერთია, ცალია თუ არა ჯიმს, ვხვდები ვინმე სხვა მეგობარს თუ არა. . .
მთავარია, შემიძლია სახლში მარტო ყოფნა, შემიძლია დალევა……
უფრო მეტიც, ეს უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ჯიმთან ან ვინმე სხვასთან ერთად სადმე წასვლა