Thursday, July 9, 2009

ბედნიერება 2

francois lelord



იყო ერთი ახალგაზრდა ფსიქიატრი,რომელსაც ჰექტორი ერქვა და არც თუ ისე ყმაყოფილად გრძნობდა თავს.
ჰექტორი უკმაყოფილო იყო და მიუხედავად ამისა,ისე გამოიყურებოდა, როგoრც ნამდვილი ფსიქიატრი : ატარებდა პატარა, მრგვალშუშებიან სათვალეს, რომელიც ინტელექტუალურ გამომეტყველებას ანიჭებდა,ყურადღებით უსმენდა პაციენტებს და შიგადაშიგ ,,ჰმმ..’’-ს თქმაც არ ავიწყდებოდა და ქონდა ბლანჟე, რომელსაც მაშინ იფხანდა ,როცა განსაკუთრებით ჩაფიქრებული იყო…
პაციენტების მისაღებიც ისე გამოიყურებოდა, როგორც ნამდვილი ფსიქიატრის მოსაღები ოთახი: ძველმოდური დივნით (რომელიც დედისგან მიიღო საჩუქრად, პრაქტიკის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად),ეგვიპტური და ინდუისტური ფიგურების ნახატებით კედლებზე და დიდი , წიგნებით სავსე თაროებით, რომლებიც წასაკითხად საკმაოდ მძიმე იყო, ზოგიერთი ისე მძიმე, რომ სრულებითაც არ ქონდა წაკითხული. ჰექტორთან ვიზიტებზე ბევრი ადამიანი დადიოდა, არა იმიტომ, რომ ისე გამოიყურებოდა როგორც ნამდვილი ფსიქიატრი, არამედ იმიტომ, რომ ფლობდა საიდუმლოს, რომელსაც კარგი ექიმები ფლობენ ხოლმე და რომელიც უნივერსტეტებში არ ისწავლება: მას მართლა აინტერესებდა თავისი პაციენტები.
როდესაც ადამიანები ფსიქიატრთან პირველად მიდიან,ცოტა დამფრთხალები არიან.ეშინიათ, რომ ის შეშლილებად ჩათვლის, მიუხედავად იმისა,რომ იციან, ასეთ ხალხს მიჩვეულია. ან ფსიქიატრის ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდება და ეტყვის, სადმე სხვაგან ეძებონ მსმენელი. მაგრამ როგორც კი პირველ ვიზიტს გააკეთებენ და გადაწყვეტენ, თავიანთ საოცარ, პატარა მანიებზე მოყვნენ, უცნაურ აზრებზე, რომლებიც თავში მოდით და რომლებსაც აქამდე ვერავის ანდობდნენ, (მიუხედავად იმისა, რომ მარტო მათთან გამკლავება უფრო მტკივნეულია), დიდ შიშებზე ან უსასრულო სევდაზე, რომელიც მათ კარგად ცხოვრებას შეუძლებელს ხდის, იწყებენ უსასრულო ლაპარაკს, ხშირად გაუმართავადაც კი და ექიმიც მოწყენილი ან დაღლილი გამოიყურება. თუ ადამიანი ამას მიჩვეული არ არიs, შეიძლება იკითხოს, საერთოდ უსმენს თუ არა.
mაგრამ ეს ყველაფერი ჰექტორთან არასოდეს ხდებოდა: ის ლაპარაკისას სახეში უყურებდა ადამიანებს , თავს უქნევდა, შიგადაშიგ ,,ჰმმ..’’-ს ურთავდა, ბლანჟეს იფხანდა და მეტიც, ხანდახან ჩაურთავდა: ,,მოიცადეთ, ამიხსენით, რაღაც კარგად ვერ გავიგე’’.
გარდა იმ დღეებისა,როცა ჰექტორი მართლა მომაკვდინებლად დაღლილი იყო, ადამიანები გრძნობდნენ, რომ ის მართლა უსმენდა და მათ ისტორიებს საინტერესოდ თვლიდა.………………. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . .
და მიუხედავად ამისა,ჰექტორი მაინც არ იყო კმაყოფილი. არ იყო კმაყოფილი იმიტომ,რომ ზუსტად იცოდა,მას არ შეეძლო ადამიანების გაბედნეირება.

.....................................................................................................

ერთ დღეს ჰექტორთან მისი მდივანი,ქალბატონი ირინა მივიდა: ,
,ექიმო,საშინლად დაღლილად გამოიყურებით’’.
,,ძალიან ვწუხვარ,თუ ასე თვალში საცემია’’...
,,შვებულებაში უნდა წახვიდეთ,გიშველით’’...

ჰექტორმა ეს კარგ იდეათa კატეგორიას მიაკუთვნა: ,,რა იქნება,მართლა ერთი კარგი,სამოგzაურო შვებულება რომ გავაკეთო?’’ …
და რადგან ის პროფესიონალი იყო, გადაწყვიტა ისეთი შვებულება გაეკეთებინა, რომელიც, უკეთეს ფსიქიატრად გახდომაში დაეხმარებოდა.
გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა და ყველგან ეცადა გაეგო, რა ხდის ადამიანებს ბედნიერებს ან უბედურებს. იქნებ ბედნიერების ფორმულაც eპოვა, და მაშინ ადრე თუ გვიან,შეძლებდა,მის პრაქტიკაში დანერგვას.
ჰექტორი სამოგზაუროდ მარტო გაემგზავრა, არა იმიტომ რომ ასე უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ მის მეგობარს საშინლად დატვირთული სამუშაო გრაფიკი ქონდა და შვებულებას ვერაფრით იღებდა.
მეგობრის მაგივრად პაწაწუნა უბის წიკნაკი იყიდა, რომელიც შვებულების ბოლოს მსგავსი შიგთავსით იყო ამოვსებული:


1.შედარება კარგი მეთოდია ბედნიერების ასაწონად.
2.ბედნეირება ხშირად მოულოდნელად მოდის.
3.ბევრი ადამიანი ბედნიერებას მარტო მომავალში ხედავს.
4.ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბედნიერება სიძლიერე ან სიმდიდრეა.
5.ხანდახან ბედნიერებაა, რაღაცის ბოლომდე ვერ გაგება,ან ვერ დასაკუთრებაა.
6,ბედნეირებაა წანწალი მშვენიერ,აქამდე უცნობ მთებში.
7.შეცდომაა ბედნიერების მიზნად დასახვა.
8.ბედნეირებაა იმ ადამიანებთან ერთად ყოფნა,რომლებიც გიყვარს.
8ბ. უბედურებაა,იმ ადამიანებთან დაშორება,რომლებიც გიყვარს.
9.ბედნიერებაა,როცა ოჯახს არაფერი აკლია.
10.ბედნეირებაა,როცა ადამიანი იმ საქმეს აკეთებს,რაც უყვარს.
11.ბედნეირებაა,როცა ადამიანს სახლი და სახლის წინ ეზო აქვს.
12.ბედნიერება რთულია ისეთ ქვეყნებში,სადაც ცუდი მმართველობაა.
13. ბედნიერებაა,როცა aდამაინი გრzნობს,რომ სხვებს ჭირდებათ.


შენიშვნა: მომღიმარი ბავშვისადმი დამოკიდებულება როგროც წესი,მეგობრულია.


14.ბედნიერებაა,როცა ადამიანი თავს ცოცხლად გრძნობს.
15.ბედნიერებაა,როცა ადამაინი წესიერად დღესასწაულობს.
კითხვა: იქნებ ბედნიერება უბრალოდ ქიმიური რეაქციაა ტვინში?

16.ბედნიერებაა,როცა ადამიანი სხვა ადამიანების ბედნიერებაზე ფიქრობს,რომლებიც უყვარს.
17.მზე და ზღვა ბედნიერებაა ყველა ადამიანისთვის.
18.შურიანობა საშინელი საწამლავია ბედნიერებისთვის.
19.ქალები უფრო მეტად ზრუნავენ სხვა ადამიანების ბედნიერებაზე, ვიდრე კაცები.
20.არის ბედნიერება, როცა სხვა ადამიანების ბედნეირებაზე ზრუნავ?
21.გარშემო მყოფ ადამიანებს ძალიან ყურადღებით უნდა მოეკიდო.
22.ბედნიერება იქნებოდა,რომ შეიძლებოდეს ერთდროულად რამდენიმე ქალის სიყვარული.
23. ბედნეირება რეალობის შეგრძნებაa.