Tuesday, October 20, 2009

ვენეცია


ვიყავი,აღვფრთოვანდი და მოვედი. . .


მაგრამ ისე საშინლად აღვფრთოვანდი,სიამოვნებით დავრჩებოდი და აღარ მოვიდოდი. . .

პირველად ვნახე ის,რაზეც სუნთქვა მეკვრება. . .

ქალაქი ყველანაირი მანქანის,ველოსიპედის,მოტოციკლის და გაზულუქებული ხალხის გარეშე. . .

ქალაქი,სადაც ყველგან წყალია და სადაც მაინც მყარად დგახარ მიწაზე და ფართოდ გაღებული ფილტვებით სუნთქავ. . .

სადაც შეგიძლია ნებისმიერ ლაბირინთში დაიკარგო,ათასშვდას ხიდზე გადახვიდე და კიდე ათასშვიდასი გადაუსვლელი დატოვო...

სადაც ყველა კუთხეში ნიღბები იყიდება და ყველა ნამდვილი სახით ცხოვრობს,არავინ არ იხდის მარტო ზრდილობის გამო მადლობას,ქუჩაში არაფერთან დაკავშირებით მღერიან, მოედნებზე ჩხუბს არ ერიდებიან და ემოციები და მტრედები ერთად დაფრინავენ. . .


მტრედების დასაჭერად საკენკი გჭირდება,ემოციების დასაჭერად ყველას საკუთარი მეთოდი აქვს. . .

ემოცია,რომელიც პირველად დავიჭირე:

ქალაქებში,სადაც ამდენი ტურისტია,სადაც ყველა კუთხეს რაღაც ისტორია აქვს და სადაც ყველაფერი,რაც ტრადიციული და აბორიგენებისთვის დამახასიათებელია,იყდება,მგონია რომ აბორიგენებს უკარგავს საშუალებას უყვარდეთ და შეიგრძნონ თავიანთი საკუთრება. . .

იმიტომ რომ დღეში ათასჯერ გაყიდული შენი ნაწილები მარტო შენი აღარ არის. . .

დღეში ათასი ადამიანი იკეთებს შუშის სამკაულებს,ნიღბებს,სეირნობს გონდლით,მერე მიდის და მიაქვს ზღვის სუნი,მტრედების ფეხების სითბო,ფერად-ფერადი აქსესუარები და შეგრძნება იმისა,რომ ვენეცია შინაური ქალაქია. . .

აბორიგენებთან კი მეორე დღეს სხვა ათასი კაცი მიდის. . .

მოკლედ,სუბიექტურ ემოციებს ობიექტურობა არ მოეთხოვებათ. . .

მეორე ემოცია,რომელიც დაგყვება,არის ის,რომ იდეალურია,როცა რაღაცა,რასაც შენ ქმნი,რაც შენებმა შექმნეს,მარტო შენი არ არის და ყველა მეორეს უნდა იქ სიარული სადაც შენ ცხოვრობ,შენი გონდოლი სეირნობა,დედაშენის გამომცხვარი პიცის ჭამა, შენი წყლისგან შეჭმული კარებების ნახვა და შენ შეუღებავ,ჩამონგრეულკედლებიან ლაბირინთებში თუნდაც დაკარგვა. . .

იდეალურია ისიც,როცა გარეთ ამდენი ვიღაც დადის,შენ ჭრელა-ჭრულა შუშებს ამზადებ,იტალიურ ეზოში სარეცხს ფენ, თოლიებთან ერთად მგზავრებს ელოდები კატერში და სულაც არ ვიქრობ იმაზე,რაზეც ვიღაც ნასტასია ფიქრობს შენს მაგივრად. . .


ნასტასია მაინც ფიქრობდა და მოიფიქრა,რომ ის,რაც ძალიან მოგწონს,აუცილებლად უნდა ნახო ორჯერ,ანუ დღე,ჩვეულებრივი,და ღამე ისეთი,როგროიც ყველაზე მეტად გავს თავის თავს. . .


მიუხედავად იმისა,რომ ღამე ლაბირინთებში დაკარგვა
ორჯერ უფრო ადვილია,იტალიელებმა ყველაფერი იციან
გზის სწავლების გარდა და ნებისმიერ ადგილამდე ერთი
ხიდი უნდა გადაირო,მაგათ თუ დაუჯერებს კაცი,ის,რაც
ძალიან მოგწონს,აუცილებლად უნდა ნახო ორჯერ,ანუ
დღე,ჩვეულებრივი,და ღამე ისეთი,როგროიც ყველაზე
მეტად გავს თავის თავს. . .


იმიტომ რომ ღამე მოედნებზე მარტო მხატვრები არიან და კიდე დღე ხალხით გატენილი კაფეების ცარიელი სკამები. . .
იმიტო რომ არხებში სნობების მაგივრად ვენეციელების სიზმრები დაცურავენ. . .
იმიტო რომ სანაპიროზე თოლიები თევზებზე ჩხუბის მაგივრად ღამის სიმშვიდეს დარაჯობენ. . .
იმიტო რომ არამარტო ზღვის სუნს გრძნობ,ხმასაც ისმენ. . .
იმიტო რომ აუცილებლად ნახავ ვინმეებს,ვისაც შენსავით უყვარს თავისუფლად სუნთქვა და ღამე ამერიკულ ქანთრის უკრავენ. . .

 მოკლედ,ამსტერდამის და ხორვატიის შემდეგ,მორიგი ფავორიტი მყავს. . .