Thursday, October 22, 2009

ერვინ ვურმი,ერთი წუთის სკულპტურების და შარჟების ოსტატობა

კაცი,რომელსაც ცალი ხელი და თავი მაცივარში აქვს შეყოფილი და უცნაურად გამოიყურება, ლუდს მიირთმევს.
კაცი უცნაურად სულაც აღარ მოგეჩვენებათ,თუ შეხედავთ მეორეს,რომელსაც ფორთოხლების მკერდი ამშვენებს. . .

ეს ავსტრიელი ერვინ ვურმის სკუპლტურებია. . .

ერვინი კონცეპტუალისტი მოქანდაკე,მხატვარი და მარტივად არტ-არსებაა...მატერიად ყოველდღიურობას იყენებს,ერთ წუთიან ეფემერულ და მოძრავ სკულპტურებს ქმნის, უთავოდ დარჩენილი ადამიანებით, ფორთოხლებიანი მკერდით, თავდაყირა სახლებით,მსუქანა პორშეებით და სხვა აფსურდულ-კომიკური იდეებით სკულპტურისტი ყოველდღიურ რუტინას,მიზანდასახულ სამყაროს და წესების მონობას აშარჟებს. .

ამბობს,რომ იუმორი იარაღია. . .                                                    

მე თუ მკითხავს კაცი,მისი ნამუშევრები ოდნავ მეტია,ვიდრე იუმორი.
სადღაც ირონიასა და სიმახინჯის გაშიშვლებას შუაშია. . .

მისი სატირა მის თანამედორვეებს რაღაცით მუზილის სატირას აგონებს,რადგან ორივე ცდილობს აჩვენოს რომ ცხოვრებაში მარტო რეალური ფაქტები არაფერია,როცა არსებობს შესაძლებლობების აზრიანობა.


ერვინმა ერთი სკულპტურისთვის დაითანხმა კათოლიკე მღვდელი,ეკლესიის ინტერიერში ვაშლით ხელში ეპოზიორა,ევას ვაშლით ,რათა მისთვის გადაღებული ფოტოთი ეკლესიის დღევანდელი სახე ეჩვენებინა. . .

მანვე სოლიდურად გამოწყობილ ბანკირს,მარკერების, კალმების და სხვა საკანცელარიო ნივთებით გამოუტენა მთელი სახე.
და აჩონჩხლა ლამაზი გოგონა ათასი ჯურის ჩანთით. . .

მიუხედავად აფსურდულობისა,მისი ნამუშევრები ხელოვნებაა,ალბათ ზუსტად იმიტო რომ ხელოვნების მიზანი საზოგადოების სიმახინჯეებზე მითითებაა და უკეთეს საზოგადოებაზე ზრუნვა,და როცა ცხვირის ნესტოებში მარკერებგაჩრილ ბანკირს ხედავ,არ შეიძლება არ იფიქრო იმაზე,როგორ გაქათამებს რუტინა.

სასაცილო ყოფნა და უთავოდ დარჩენა არავის არ უნდა,არც უკუღმა დაკიდებულ სახლში ცხოვრება, ხოოოდა,უნდა ჩაიხედო სარკეში ან შეიხედო ერვინის საგამოფენო დარბაზში და მიხვდე რომ პორშე არ არის პროვილეგია,პორშე ბევრი ქონის სიმბოლოა. . .და ძეხვიანი პურის მეტაფიზიკა პორშეში მჯდარ და გამოკვებილ,მაგრამ უთავოდ დარჩენილ ადამაინებს ატყვევებს.

ადრე,როცა გრაფიტზე დავწერე,ვთქვი,რომ არ შემიძლია არ აღვრთოვანდე ადამიანით,რომელმაც იცის,რომ იმას,რასაც ქმნის, ძალიან მალე ვიღაც გადაღებავს და გააქრობს. . . და მაინც ქმნის. ..

ზუსტად იგივე ვიფიქრე ერთ წუთიან სკულპტურებზეც. . .

და ერვინის შემთხვევაში არის მეორე რამეც,რაც მაღფრთოვანებს. . . ანუ ის,რომ არ არსებობს საგამოფენო დარბაზში ადამიანი,რომელიც ათვალიერებს და ადამიანი,რომელიც გამოსკულპტურდა. . .

ნებისმიერს შეუძლია თავი მაცივარში შედოს,კედელზე მიეჭიკარტოს ან უთავოდ დარჩეს. . .

ასე იხსნება საზღვრები ჩვენსა და მის შორის,ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. . .

ერვინის ერთი წუთის მინიატურების იდეით შთაგონდა რედ ჰოთ ჩილი პეპერსი და 2003 წელ გადაღებულ კლიპში „Can't Stop“ ,პრინციპში მისი იდეების რეალიზაციაა

პ.ს.
გამომდინარე იქიდან,რომ ჩვეულებრივი სიტუაციებიდან სრულიდ შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების გამოყვანა და კიდევ იქიდან,რომ ხელოვნებასა და ყოვლდღიურობას შორს საზგვარი უკვე დარღვეულია,შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიას ამუშავებისკენ მოუწოდოთ. . .

იქნებ ის მაინც ვისწავლოთ,რა უნდა გავაშარჟოთ. . .