Monday, October 5, 2009

კითხვები თქვენ პასუხებზე

მინდოდა დამეწერა იმაზე,რომ წინა პოსტის ფოტოგრაფი პირველია ჩემი ბლოგერობის ისტორიაში,როცა ადამიანმა,ვიზეც დავწერე,თავისი თავი იპოვა...და კიდე იმაზე,მსოფლიო ერთი პატარა სოფელია...გამეხარდა...



კიდე,იმაზე რომ უჩვეულოდ ბევრპლანიანი და ბევრლუდიანი შაბათ- კვირა მქონდა,oqtoberfestidan ავსტრიის მთებში რაღაც მყუდრო ტბამდე გადაჭიმული და კიდე,ჩემი ბლოგერობის ისტორიაში ასევე პირველად ვნახე უბლოგ-ულეპტოპოდ სხვა ბლოგერი,ანუ ქრისტი და გამეხარდა...

კიდე,იმაზე,რომ როცა რაღაცეები პირველად ხდება კარგია...
როცა რაღაცები სულ ხდება ხშირად ფერი ეკარგება...
და ზუსტად ამიტო იმ შემ ტბაში ერთად იყვნენ მზე და მთვარე,მარტო მზის ჩასვლის და მთვარის ყურების ყელში ამოსული რუტუალის გასამრავალფეროვნებლად...


კიდე იმაზე,რომ ბევრი რამეები რო ხდება ხოლმე ვფიქრობ:წერა ჯობია ,ცხოვრება თუ,რა აზრი აქვს,ორივე ერთი არ არის?

პასუხი რა თქმა უნდა არ ვიცი...

სამაგიეროდ კითხვები ვიცი თქვენი პასუხებისთვის...

ამიტომ მაგ კითხვებს დავწერ :
რატომ გავდივართ აივანზე და ვეძებტ ცასე არარსებულ ვარკვლავებს,როცა სახლში სითბო და სინათლეა?

რატომ გვაქვს უემოციო სახე,როცა არსებობს ღიმილი და კივილი...

რატომ არავინ არ იცის როგორ უმკურნალოს დამოკიდებულებებს?

გინახავს როდესმე ობობას მრგვალი მუცელი და უწვრილესი კიდურები?
აფრიკელი ბავშვივის აფსოლუტური ანალოგია...გამძლეობა და მუდამ ასაშენებელი ბადე...

იცი რას ნიშნავს როცა ზიხარ და გაქვს მარტო სიტყვები მნიშვნელობების გარეშე...

გენატრება და არ იცი როგორი ან რა?

გიყვარს და არა რატო,არამედ კი...და აბსტრაქცია...

გახსოვს როდის ითამაშე ბოლოს ბურთით წესების გარეშე?

იცი რომ მზე და მთვარე ორივე ჩვეულებრივი წრეებია,ერთი ლაქებით და ერთი ლაქების გარეშე?

და ჩვენ რომ გამუდმებით წრეზე დავდივართ,საწყისი წერტილის გარეშე და ლაქებს ვტოვებთ?

გრამატიკის სახელმძღვანელოდან ნაგლეჯის თანახმად,ცხოვრებას ,სიყვარულს და მონატრებას რა კითხვა დაესმის და უსულოა,მეზობელს კი,რომელსაც მარტო დილას პახმელიაზე და საღამოს აბანცალებულს ხედავ,ვინ კითხვა დაესმის და სულიერია?

(გაფრთხილება : იდეაში ეგეთ მეზობელს არანაირი კითხვა არ დაესმის პირადი უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე !)

ტვინში ჩარჩენილი ემოციების ნაგლეჯების თანახმად კი,ცხოვრება სუბიექტურია,ურირთობები აბსტრაქცია და რეალობა მირაჟი...

იცი რომ დედამიწას მიზიდულობის კი არა,პარანოიის ძალა მართავს და ნეტარ არიან პარანოიდნი ამა დედამიწისანი?

გახსოვს შენი ვაშლის ჭამამდელი თავი?

იცი რომ ვაშლი შანსია,რომ სხვები შიშველი დაინახო და ისე შეიყვარო,დანაოჭებული კანით და შიზოიდური იდეებით?

იცი რომ არასოდეს არაფერი არ მთავრდება,უბრალოდ წრის სხვადასხვა წერტილში განსხვავებულად ინარჩუნებ წონასწორობას...

იცი რომ წონასწორობა და მიზიდულობა ფორმულებით გამოიხატება...მე კი არაფერი არ მესმის ფორმულების...