Saturday, December 5, 2009

უკვე აქ,ანუ სადღაც, ვიღაც, როდესღაც. . .

როდესღაც სადღაც ვიღაც აუცილებლად რამეს დაამთავრებს...
როდესღაც სადღაც სულ ხდება რამეები
ჩვენ სულ გვგონია,რომ ცუნამის მსხვერპლები სადღაც ვიღაცეები არიან და შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლიც აუცილებლად ვიღაც სხვა იქნება. . .
სადღაც ვიღაც სხვები ობლდებიან, ნაადრევად იზრდებიან და სხვისი შვილები ხდებიან ტერორისტები . .
როდესღაც სადღაც ვიღაც შეიძლება შენ აღმოჩნდე. . .

როცა შენ სადღაც ვიღაც ხარ,ძალიან ბევრი რამე უფრო მარტივია. . .
ნაკლებია გარესამყაროსადმი რესპექტი,იოლად მოსანელებელია მახინჯი მოვლენები და გულთან უფრო შორს ხდება ყველაფერი ცუდი. . .
როცა სადღაც ვიღაც შენ ხარ,მაინც შენ ხარ და შენი თავი ყოველდღე ჩაგჩიჩინებს რომ თავს იტყუებ და სხვაგან არ არსებობს,უცნობი ფოტოგრაფი წერილში გიხსნის რომ სამყარო ერთი პატარა სოფელია და შემთხვევითი გამვლელი,რომ ადამიანები ორჯერ მაინც აუცილებლად ხვდებიან ერთმანეთს. . .
სადღაც ვიღაცეებს აუცილებლად უმეგობრდებიან სხვა ვიღაცეები,აუცილებლად ემშობლიურებათ ქალაქები და ეზეპირებათ QQქუჩები და ზამთრობით მიტოვებული ბაღების თანმიმდევრობა. . .

სადღაც ვიღაცეები ხან სამუდამოდ რჩებიან,ხან სულ არ მიდიან,ხან გამუდმებით მიდიან და მოდიან. . .
მე ბოლო ტიპის სადღაც ვიღაც ვარ. . .




სულ ვფიქრობ ხოლმე რომ ვინმემ სიტყვები რო გადამიყაროს,ყველაზე გვიან გზას გადავაგდებ. . .
არანორმალურად მიყვარს გზები,მაშინაც კი,როცა არ არსებობს. . .
მაშინაც,როცა ღრუბლებში გადის და
მაშინაც როცა დაკარგულია. . .
ერთადერთი,რაც არ მიყვარს, ატალახებული გზაა. . .

ყველაზე კარგად გზაში ვფიქრობ ხოლმე,ყველაზე მოლოდინიანიც გზაში ვარ და ჩემი არსება მთელი თავისი ჩაცმის სტილით,აქსესუარებით,ლაპარაკით და მანერებით,გზას შეეფერება...

გზა უნიკალურია,შენზეა დამოკიდებული,სად დაიწყებ და დაამთავრებ. . .
სად გაიყვან და
ვინ იქნება მარჯვენა ბოლო მოსახვევში ძველ შუქნიშანთან . . .

მე არ მიყვარს შუქნიშნები,სულ ცისარტყელას უნიჭო პროვოკაცია მგონია და მინდა როდესმე ჩემი გზა ნამდვილ ცისარტყელას შუქნიშნებზე გადიოდეს. . .

კიდე,მინდა მქონდეს გზა,რომელიც ჩემ მეგობრებს,სადღაც რომ დავტოვე ჩემამდე მალე მოიყვანს,. . .
წამოსვლისას ვუთხარი,რომ ახლა ერთით მეტი მოტივაცია აქვთ უკან დაბრუნების,ახლა მე ველოდები და მე როცა ვინმეს ველოდები,სასტიკად ველოდები. . .
და როცა ვინმე სასტიკად გელოდება, ჰმმმ. . .

ჩემ თანამცხოვრებს ვუთხარი რომ როცა რამე მართლა გინდა აკეთო,იქ უნდა აკეთო,სადაც ყველაზე ,,შინ’’ და ,,შენ’’ ხარ . . .

Dდა ჩემ პატარა,სულელ ქალაქს ვუთხარი,რომ იდეალური უნარი აქვს შენი გახდეს და რომ თოვლი უხდება. . .

სახლში ჩემებს არაფერს არ ვეტყვი,ისედაც იციან. . .
არც ქალაქს არ ვეტყვი არაფერს,უბრალოდ ბევრს,ძალიან ბევრს ვიბოდიალებ…
და მოკლედ, მიხარიასავით და გამოლოდინებული-ვარ-თვითმფრინავი-ჯერ-ადრეა-ჯანდაბა პოსტი. . . .

მაშინ როცა შენთან,სადღაც და როდესღაც ნანატრი თოვლი მოვა,შენ შეიძლება უკვე მატარებელში იჯდე და თავგადასავალი თითქმის დამთავრებული იყოს. . .
თავგადასავლები იმიტო მთავრდება,რომ ახლები დაიწყონ. . .
სასიამოვნოდ გატრუნული ველოდები რა მოხდება ახალ ეტაპზე,ძველ გარემოში. ..
წავუდაღლილებ. . .

წავუმშვიდებ და წავუმოლოდინებ. . .